logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს: ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართვას გთხოვთ!
- +

6 აგვისტო. 2021. 11:51

 

 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

 

მინისტრმა მოსახლეობას ასევე მიმართა, რომ პანდემიის პირობებში კვლავ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ მთავარ იარაღად პირბადის გამოყენება რჩება.

 

„მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებებისგან თავის შეკავება, სოციალური დისტანცია. რა თქმა უნდა, მთავარი იარაღი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და საკმაოდ ფართო ხელმისაწვდომობა გვაქვს - ვაქცინაციის პროცესია და ყველა მოქალაქეს ამ პროცესში აქტიურ ჩართვას გთხოვთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner