logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: შემდეგი 4 წლის განმავლობაში 13 000 დევნილის ბინებით უზრუნველყოფას ვგეგმავთ
- +

6 აგვისტო. 2021. 11:52

 

 

„შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 13 000 დევნილის ბინებით უზრუნველყოფას, საიდანაც 8 000 ბინის შესყიდვა და აშენება უნდა მოხდეს კერძო სექტორის მხრიდან,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 4-წლიანი განსახლების გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხარისხი იყოს მაღალ დონეზე დაკმაყოფილებული.

 

„ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პროექტი პროექტისთვის, არამედ ეს უნდა იყოს საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ 27 წლის წინ დაკარგეს თავიანთი სახლები, მოუწიათ იძულებით გადაადგილება და ბევრი მათგანი დღემდე ცხოვრობს საკმაოდ მძიმე პირობებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner