logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინის მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს, არ დამვიწყებია და არ დავაგვიანებ - დარწმუნებული ვარ, პრემიერიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე
- +

6 აგვისტო. 2021. 12:09

 

 

„მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ. არ დამვიწყებია, მიწევს უკვე და არ დავაგვიანებ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია და აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

„საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ასევე გასათვალისწინებელი ექიმების გადაღლილობა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების.

 

ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner