logo_geo
eng_logo
მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

6 აგვისტო. 2021. 12:47

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

 

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის ინფრასტრუქტურის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს თანამშრომელთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.

 

პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.

 

ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner