logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: მეტი NATO საქართველოში - დარწმუნებული ვარ, ეს გზავნილი გვაერთიანებს ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა
- +

6 აგვისტო. 2021. 13:23

 

 

„მეტი NATO საქართველოში - დარწმუნებული ვარ, ეს გზავნილი გვაერთიანებს ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამის ბრწყინვალე მაგალითია პარლამენტის მიერ შემუშავებული საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტიამ მოაწერა ხელი.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და სწავლებაში ჩართული NATO-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მიდგომას, რომ საერთო ძალისხმევით შევქმნათ უსაფრთხო და სტაბილური გარემო, ასახავს სწორედ ამ სწავლების მთავარი გზავნილი - „ძალა პარტნიორობაშია“.

 

„დღეს, 6 აგვისტოს, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს.

 

ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავაც რჩება ოკუპაცია! სტრატეგიული მოკავშირეების თანადგომითა და უწყვეტი მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის განვმეორდები, ძალა ნამდვილად პარტნიორობაშია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner