logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კოალიციაში სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები შედიან!
- +

6 მარტი. 2016. 02:38

 

 

„ვფიქრობ, ყველა პარტიას აქვს ქვეყნის განვითარების თავისებური ხედვა, ისევე, როგორც ქართულ ოცნებას". შესაბამისად, იქნება აუცილებლობა, რომ დავჯდეთ, მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო და გავიაროთ ყველა საკითხი." ამ განცხადებას  ვიცე-პრემიერი და პარტია "ქართული ოცნდება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე კეთებს. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება" არჩევნებზე კოალიციურ რეჟიმში წწარსდგება.



"ძალიან კარგი იქნება თუ არჩევნებზე იმავე შემადგენლობით, კოალიციურ რეჟიმში წარვდგებით. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ძალიან ვრცლად ისაუბრა, საჭირო იქნება საუბარი, მოლაპარაკებები რადგან, კოალიციაში სხვადასხვა მსოფლხედველობის პარტიები შედიან. როცა კოალიცია შეიქმნა - იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები და  პარტიები. მთავარი მიზანი და ამოცანა იყო რეჟიმის ჩანაცვლება არჩევნების და მშვიდობიანი გზით,  რაც შევძელით და მოვახერხეთ. დღეს უკვე გვაქვს სულ სხვა რეალობა, ვფიქრობ ყველა პარტიას აქვს ქვეყნის განვითარებისა თავისებური ხედვა, ქართულ ოცნებას" აქვს თვისი ხედვა, შესაბამისად აუცილებლობა იქნება იმისა, რომ დავჯდეთ, მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო და გავიაროთ ყველა საკითხი." - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner