logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ამ ეტაპზე არანაირი მოცემულობა არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, არც 2024 წელს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა
- +

6 აგვისტო. 2021. 14:19

 

 

„ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური მოცემულობა არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების, თუმცა 2024 წელი შორს არ არის და თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, არც 2024 წელს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევა და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

 

„ოპოზიციას ნუ ექნება იმედი, რომ რიგგარეშე ან მორიგ არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებს, რომ დესტრუქციულად იქცეოდა, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ორ თვეშია არჩევნები და გაერთიანდნენ, წარადგინონ თავიანთი პლატფორმა, მიზნები, თუ აქვთ იმედი, რომ მხარდაჭერა ექნებათ, თვითმმართველობის არჩევნებშიც გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ არავითარი იმედი, რომ რომელიმე არჩევნებში გაიმარჯვებენ, არ აქვთ და ამიტომ უნდათ რიგგარეშე არჩევნების წინა პერიოდში ან ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის დროს სურათი დახატონ, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს უკვე გავლილი სცენარია, ამას საზოგადოება და „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.

 

საზოგადოების მხრიდან მათ არ აქვთ მხარდაჭერა. როცა ოპოზიციაში ხარ, კარგი საშუალება გაქვს ჯანსაღად გააკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ ესენი ამ საშუალებას არ იყენებენ. პირიქით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რა ღირებულებებითაც ცხოვრობს, იმ ღირებულებებს აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგი პოლიტიკოსი პირდაპირ აგინებს ამომრჩეველს და რატომ ჰგონიათ, რომ ქართული საზოგადოება მენტალურად ჩამორჩენილია, ვერ ვხვდები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner