logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ვიდრე რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ მოხდება, თანამშრომლობის საკითხი განხილვად არ ღირს
- +

6 აგვისტო. 2021. 15:21

 

 

„ვიდრე რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ მოხდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია, ეს ყველაფერი განხილვად არ ღირს,“ - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობის შესახებ.

 

სარჯველაძის თქმით, ვიდრე ქვეყნის წინაშე ოკუპაციის პრობლემა დგას, ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ვერ ჩადგება.

 

„საქართველოს აქვს ოკუპაციის პრობლემა. ამ ოკუპაციაში ერთადერთი დამნაშავე სუბიექტი არის რუსეთის ფედერაცია. ეს არ იწვევს კამათს მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. რუსეთი რომ დამნაშავე მხარეა, ეს არის ფაქტი, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს. ამ ფონზე ოკუპაციის რეჟიმში მყოფი ქვეყნისთვის ასეთი შემოთავაზება მისაღები არ არის. უმთავრესი საკითხი, ურომლისოდაც ვერც ერთი სხვა საკითხი ვერ განიხილება, სწორედ დეოკუპაცია გახლავთ. ეს უპირველესად რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner