logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან
- +

6 აგვისტო. 2021. 15:22

 

 

„სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან,“- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანია რუსეთიდან 2 მილიარდი დოლარით დაფინანსდა.

 

„სააკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს და სააკაშვილს აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები, რადგან ასეთი ინფორმაციები თუნდაც ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და რუსეთის ინტერესების თანხვედრის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.

 

„ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს ეჭვი და საჯაროდ, მტკიცებულებების დონეზე ვერ მოიტან, მაგრამ არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილის და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ყოფილა ინტერესების თანხვედრა. ამაზე მეტყველებს გაყიდული ენერგორესურსები, სტრატეგიული ობიექტები და ა.შ. ამიტომ მე არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილის და რუსეთის ტანდემი რაღაც საკითხებში არსებობდეს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საკითხი საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის, ეს თვითონ უნდა რომ იყოს,“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ის ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ურთიერთობების აღდგენაზე და აღნიშნა, რომ სანამ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკან არ წაიღებს და დევნილებს არ დააბრუნებს, რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ შეიცვლება.

 

„რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი, პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. თუ თვითონ შეცვლიან პოლიტიკას, მაშინ ჩვენ გადავხედავთ ამას,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner