logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: მახსოვს გვამები ოჩამჩირის ცენტრში, მაშინ ვერ ვიაზრებდი, ეს გვამები თუ იყო...
- +

6 აგვისტო. 2021. 15:54

 

 

„ჩემს ბიოგრაფიაში არის საოცარი წინადადება - „დავიბადე აფხაზეთში, სოფელ კოჩარაში“, - ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ მწერალი და ჟურნალისტი დინა მირცხულავა ჰყვება.

 

„ჩემს ბიოგრაფიაში არის საოცარი წინადადება - „დავიბადე აფხაზეთში, სოფელ კოჩარაში“. 5 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ვფიქრობ, ამ ომმა განაპირობა ის, ვინც ვარ მე დღეს, რადგან ძალიან პატარა ასაკში მომიწია ისეთ სირთულეებთან შეხება, როგორიც არის მეგობრების, საცხოვრებლის დატოვება...

 

რაც ცუდი იყო, ყველაფერი მახსოვს. მახსოვს გზა, ფეხმძიმე დედა... ბავშვობაში ხომ ლამაზი მოგონებები მექნებოდა, მაგრამ ომმა წაშალა და მაინცდამაინც მხოლოდ ცუდი დარჩა. მახსოვს გვამები ოჩამჩირის ცენტრში. მაშინ ვერ ვიაზრებდი, ეს გვამები თუ იყო, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვიცი, რასთან მქონდა შეხება.

 

შემდეგ იყო გურია...  მამიდასთან ჩავედით და, შეიძლება ითქვას, რომ იქ ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლები მაქვს გატარებული. მერე ქართლში, მცხეთის სოფელში, ძეგვში დავსახლდით და სკოლაშიც იქ მივედი. იყო ბავშვური გულისტკენები, ახლა რომ დაბულინგებას ეძახიან, ისიც იყო. ლტოლვილიაო, დამძახოდნენ, თუმცა ძეგვმა მაქცია იმად, ვინც დღეს ვარ და ძალიან მიყვარს იქაურობაც“, - ამბობს დინა მირცხულავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner