ლიბანურმა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 19 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურში განაცხადეს.
განცხადების თანახმად, სამი რაკეტა ლიბანის ტერიტორიაზე დაეცა, ათი რაკეტა „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო ექვსი - ღია სივრცეში ჩამოვარდა.
„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სიტუაციის გამწვავებაში ან ომის გაჩაღებაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად, ამ სიტუაციას შევეგუოთ. ჩვენ შევეცდებით, ლიბანი ბრძოლის ველად არ ვაქციოთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.