გავრცელებული ინფორმაციით, ევიაში ხანძარმა 200 000 ჰექტარი გაანადგურა. კადრები, რომლებიც ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ვრცელდებოდა, შემზარავია.
ხანძრის შედეგად საბერძნეთს უდიდესი ზარალი მიადგა, დამწვარია სახლები, ეზოები, მანქანები. საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც დღევანდელობის გმირები არიან.
ირკვევა, რომ სანაპიროებზე მიმწყვდეული ხალხი საზღვაო გზით, მცირე ზომის ნავებით გამოიყვანეს და ფაქტობრივად, ცოცხლად დაწვას გადაარჩინეს.
საერთო ჯამში მოხდა 631 ადამიანის ევაკუაცია, თითოეული მათგანი დიდი სიფრთხილით გადაიყვანეს ნავებზე და გაარიდეს ცეცხლში გახვეულ კუნძულს.