სამხრეთ ალასკაზე, ქალაქ კეტჩიკანთან ახლოს, მისტი ფორდსის ტერიტორიაზე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია მისი ექვსივე მგზავრი, - ამის შესახებ CBC აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურსა და ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
დაღუპულთაგან ხუთი „Holland America Line“-ის საკრუიზო გემის, „Nieuw Amsterdam“-ის მგზავრი იყო. გემი კეტჩიკანში ავიაკატასტროფმდე ცოტა ხნით ადრე გაჩერდა.
თვითმფრინავის მფლობელი „Southeast Aviation“ იყო.
„მათ ჰიდროთვითმფრინავის ტური დამოუკიდებელმა ტუროპერატორმა შესთავაზა და არა ჩვენ“, - ამბობენ კომპანია „Holland America Line“-ში.