logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელი იღებს მონაწილეობას
- +

23 ივლისი. 2016. 11:21


თბილისის ოლიმპიურ პარკში, სადაც ოლიმპიური ფიცის დადების და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელი იღებს მონაწილეობას.



 

„მიხარია, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელი იღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში - 13 სახეობის 39 სპორტსმენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლაც პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებითაა გამორჩეული.

 

მე აქ ვხედავ არაერთ სახეს, ადამიანებს, ლეგენდებს, რომლებმაც ჩვენ შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს შთააგონებს, აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველი აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არაერთხელ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner