„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ PVT-ის გაყალბება იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ოპოზიციისთვის, რათა მათ ემტკიცებინათ, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ეს იყო სრული ფარსი და გაყალბებულმა PVT-მ ამაში ოპოზიციას ხელი შეუწყო. სამწუხაროდ, ISFED-მა აქედან დასკვნები ვერ გამოიტანა და დღეს მსგავს ქმედებებს აგრძელებს. ხელმეორედ PVT-ის გაყალბებას ისინი ალბათ ვეღარ გარისკავენ“, - განაცხადა კობახიძემ.
ISFED-მა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში გამოაქვეყნა.