თურქეთის სამხრეთ დასავლეთ მუღლას პროვინციის ორ რაიონში ტყის ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა. ინფორმაციას „Hurriyet“ ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, 2 აგვისტოს 4 ადამიანმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით მილასის რეგიონში ხანძარი გააჩინეს, შემდეგ კი მიმალვა სცადეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იზმირთან დააკავეს. დანარჩენები - შემოგარენში, სადაც ადგილობრივებმა მათი ცემა სცადეს.
კიდევ 3 ადამიანი 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბოდრუმში ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ.
„ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვი მანქანიდან გადააგდო", - განაცხადეს თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებმა.