logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი მე-12 დაწესებულებაზე: ვანგრევთ სტერეოტიპებს და ვამბობთ - კულტურის ცენტრი ციხის ნაცვლად
- +

6 აგვისტო. 2021. 18:34

 

 

„ვანგრევთ სტერეოტიპებს და ვამბობთ, რომ კულტურა ციხის ნაცვლად, შემოქმედება დანაშაულის ნაცვლად და გამიხარდება, თუკი იმ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც მე-12 დაწესებულებაში სასჯელს იხდიდნენ, ექნებათ საშუალება, რომ იმავე ადგილას, რაც არ უნდა მძიმე იყოს, უკვე სასიამოვნო გამოცდილება მიიღონ როგორც მაყურებელმა“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცის გახსნაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ცენტრი პირველ რიგში სპექტაკლებისა და კონცერტებისთვის იქნება.

 

„თუმცა, როდესაც ამ სივრცის რეკონსტრუქციას დავიწყებთ, იქ გავაჩენთ სარეპეტიციო სივრცეებს და ასევე გვინდა, რომ იყოს ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებელი სივრცე, რატომაც არა, სამუზეუმო სივრცე, სადაც თანამედროვე ხელოვნების დარგში მოღვაწე შემოქმედი ადამიანები თავიანთ ექსპერიმენტულ სივრცეს გააჩენენ და იქნებიან აბსოლუტურად თავისუფლები.

 

ეს არ იქნება კლასიკური კულტურის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჰყავს დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს სივრცე იქნება თავისუფალი, საკმარისი იქნება მარტივი პროცედურებით მისი დაჯავშნა, ამ ეტაპზე უფასოა, მაგრამ როდესაც იქნება ნამდვილ კულტურის კერად გადაქცეული თავისი აღჭურვილობით, აპარატურით, იქ შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ სიმბოლურ საიჯარო გადასახადზე, მაგრამ წელს ეს არის უფასო.

 

წელს ამ ციხეს აქვს ზუსტად ისეთივე ციხის ვიზუალი და ნივთებიც კი იგივეა, რაც პატიმრებმა დატოვეს, ასეთ სივრცეში 10 აგვისტოს ჩვენ ვმასპინძლობთ მარნეულის კულტურის სახლთან არსებულ თეატრალურ დასს, რეჟისორი გოჩა ხვიჩია წარმოგვიდგენს მის მიერ დადგმულ სპექტაკლს სახელად „მარინა რევია“. ყველას მოვუწოდებ, ეს სივრცე გამოიყენონ, ეს სივრცე არის უნიკალური, იმიტომ რომ ყოფილი ციხეა და ვანგრევთ სტერეოტიპებს და ვამბობთ, რომ კულტურა ციხის ნაცვლად, შემოქმედება დანაშაულის ნაცვლად და გამიხარდება, თუკი იმ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც მე-12 დაწესებულებაში სასჯელს იხდიდნენ, ექნებათ საშუალება, რომ იმავე ადგილას, რაც არ უნდა მძიმე იყოს, უკვე სასიამოვნო გამოცდილება მიიღონ როგორც მაყურებელმა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner