logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს
- +

6 აგვისტო. 2021. 18:48

 

 

„სტანდარტულად, 2024 წელს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული, ჩატარდება მორიგი არჩევნები. ამაზე მიუთითებს აბსოლუტურად ყველაფერი,შედეგთან დაკავშირებით არის სპეკულაციები, თუმცა ყველა ნახავს, როგორი იქნება ჩვენი შედეგები თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა, მნიშვნელობა ამასაც არ აქვს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

 

„როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ვთქვით, რომ თუნდაც ნახევარი პროცენტი და ერთი პროცენტი რომ ავიღოთ არჩევნებში, ვერავითარი ფორმით ამ არჩევნებზე ვერ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ დავინახოთ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების რესურსი ქვეყანაში. თუ ამას დავინახავთ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია შეიძლება ამაზე ფიქრი ზოგადად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორია ოპოზიციის დამოკიდებულება საქმისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ. აქედან გამომდინარე არავითარი ნიშანი არ ჩანს იმის, რომ შეიძლება, ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების რესურსი იყოს 2024 წლამდე.

 

ჩვენ შეგვიძლია გამოვრიცხოთ 2024 წლამდე რაიმე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ კონსტიტუციას გავყვეთ, რომელიც გვეუბნება იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საქართველოში 2024 წელს. აქედან გამომდინარე, მანამდე ვერავითარი ფორმით რიგგარეშე არჩევნების საკითხი ვერ განიხილება. ამ დოკუმენტის ანულირება კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე მოვახდინეთ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბარიერგადალახული პარტიების უმრავლესობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერდა, ეს იყო ნახევარზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატების. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული იყო პოზიცია დაგვეფიქსირებინა, რადგან უპრინციპობას ვერ გაგვიგებდა პირველ რიგში ამომრჩეველი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, დოკუმენტი არის ანულირებული, შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner