logo_geo
eng_logo
სიმონ ბალახაძე: ზაურ ბოლქვაძის გამოგზავნილ „ჰონორარს“ ახლაც ვინახავ
- +

23 ივლისი. 2016. 11:41


პოეტი სიმონ ბალახაძე ზაურ ბოლქვაძეზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

პოეტი ზაურ ბოლქვაძე სიცოცხლის ბოლომდე იუმორისტულ ჟურნალს ნიანგს" რედაქტორობდა. ნიანგი" ცეკას ორგანო იყო, მაგრამ ბატონ ზაურთან ვმეგობრობდი.

 

ერთხელ ქუჩაში შემხვდა ოპერის წინ. კაიხანს ვისაუბრეთ ძელსკამზე. ბოლოს წასვლა რომ დააპირა, ვუთხარი, - ბატონო ზაურ, ახალი ნაკვესები დავწერე, მოვიტან და დამიბეჭდე თქვა.

 

- ნუ მოიტან, ისე დაგიბეჭდავო, მიპასუხა.

 

მაშინ ფეისბუქი არ იყო.

 

- თუ არ მივიტანე, როგორ დამიბეჭდავს თქვა, ვფიქრობდი ავტობუსში.

 

ერთი თვის მერე ჰონორარი" გამომიგზავნა კონვერტით. ორი ათმანეთიანი. ახლაც ვინახავ", - წერს სოციალურ ქსელში სიმონ ბალახაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner