პოეტი სიმონ ბალახაძე ზაურ ბოლქვაძეზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„პოეტი ზაურ ბოლქვაძე სიცოცხლის ბოლომდე იუმორისტულ ჟურნალს „ნიანგს" რედაქტორობდა. „ნიანგი" ცეკას ორგანო იყო, მაგრამ ბატონ ზაურთან ვმეგობრობდი.
ერთხელ ქუჩაში შემხვდა ოპერის წინ. კაიხანს ვისაუბრეთ ძელსკამზე. ბოლოს წასვლა რომ დააპირა, ვუთხარი, - ბატონო ზაურ, ახალი ნაკვესები დავწერე, მოვიტან და დამიბეჭდე თქვა.
- ნუ მოიტან, ისე დაგიბეჭდავო, მიპასუხა.
მაშინ ფეისბუქი არ იყო.
- თუ არ მივიტანე, როგორ დამიბეჭდავს თქვა, ვფიქრობდი ავტობუსში.
ერთი თვის მერე „ჰონორარი" გამომიგზავნა კონვერტით. ორი ათმანეთიანი. ახლაც ვინახავ", - წერს სოციალურ ქსელში სიმონ ბალახაძე.