logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საინტერესოა, ზოგს კრიტიკა ცალკარა რომ ჰგონია
- +

6 აგვისტო. 2021. 19:37

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების” მიერ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე” დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი, ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს.

 

მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან – რომელმაც „სამართლიანი არჩევნების” მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა – სამართლიანი არჩევნების „დაბალი სტანდარტის მქონე” სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე “ზეწოლა”.

 

ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია?

 

საინტერესოა, ზოგს კრიტიკა ცალკარა რომ ჰგონია”,- წერს პაპუაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner