„ყველა აქტივობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმავს, კოვიდრეგულაციები მაქსიმალურად დაცული იქნება,“ - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს გულისხმობს იმ შემჭიდროებულ ხალხთა რაოდენობას, რომელიც რეგულაციით არის დაშვებული, დისტანცირებას, შეხვედრების დროს გამოვიყენებთ პირბადეებს. გარდა საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეებთან შეხვედრისა, ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ როგორც სოციალურ მედიაში, ასევე გვექნება სხვადასხვა ფორმატის გადაცემაში ჩართვა და ამ კუთხითაც მოსახლეობამდე ჩვენს სათქმელს მივიტანთ.
თბილისის შტაბი, რომელიც არის რესპუბლიკის მოედანზე ღიაა ყველა თბილისელისთვის, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, მოვიდეს და თავისი პრობლემა გვითხრას - მოვუსმინოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ მოგვარებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.