ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან „ტვ პირველის“ ეთერში დღეს გააკეთა.
„ტრაგედია იმაში კი არ არის, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ურეკავს ოპოზიციურ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებს და მითითებებს აძლევს, ქვეყნის ტრაგედია იმაშია, რომ ეს "ჟურნალისტები" მის მითითებებს "ითვალისწინებენ", უფრო სწორედ, პირნათლად ასრულებენ.
სწორედ ამ მორჩილების გამოვლინება იყო და მწვერვალი ივლისის დღეებში მიტინგებზე მდგარი "ჟურნალისტები" პოლიტიკური, უფრო კონკრეტულად კი მთავრობის დამხობის გეგმებით.
ასე, ეს ხალხი, ვინც გვესაუბრება ევროპულ და დასავლურ ფასეულობებზე, სრულიად განსხვავებულად იქცევიან იმ სტანდარტებისაგან, რაც დასავლურ ჟურნალისტიკაშია, და, ზოგადად, დასავლური პოლიტიკური ქცევის წესებშია“, - წერს მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, სააკაშვილმა დღეს განაცხადა:
„ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები, ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა, უმეტესობას არ სჭირდება, რადგან თავადაც კარგად იციან, რას აკეთებენ და ამას მხარს ვუჭერ მთლიანად".