logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილი აღარ მალავს, რომ ჯიბის ტელევიზიებს ინსტრუქციებს აძლევს
- +

6 აგვისტო. 2021. 20:28

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც ის „ტელევიზიებს ურეკავს და თავად ელაპარაკება“.

 

ანჯაფარიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი აღარ მალავს, რომ ის ჯიბის ტელევიზიებს პირადად აძლევს ინსტრუქციებს.

 

„ახლოვდება არჩევნები და იწყება სააკაშვილის მორიგი ლუსტრაციაც. უკვე აღარ მალავს, რომ თავის ჯიბის ტელეარხებს ურეკავს და ინსტრუქციებს აძლევს. ისევ ძველი რეცეპტები ამოყარა - „ჩემი შენ გითხარი“-ს პრინციპი. ეკლესიის მიმართ სხვის მტრობაზე ლაპარაკობს ის, ვისი ხელისუფლება „სამასვალებით“ ეკლესიას ანგრევდა, მღვდელთმსახურებს ავტომანქანებში მოსასმენ აპარატურას უმონტაჟებდა, რომლის წარმომადგენლებიც პატრიარქს საკურთხეველში უვარდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომელი ერთი გავიხსენოთ. სხვების დიქტატორობაზე საუბრობს, როდესაც მას და მისმა ხროვას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფეხქვეშ ჰყავდათ მოქალაქეები გაგდებული და დღეს როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ლეგალური შრომითი მიგრაციის პირობებში დასაქმების საშუალება მიეცათ, ეს ვეღარ აიტანა.

 

სააკაშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მისი პარტია და მათი მოკავშირეები არ ემზადებიან არჩევნებისთვის. ისინი ემზადებიან რევოლუციისათვის და მორიგი დესტაბილიზაციისათვის. სხვათა შორის, საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე ამჯერად ისე თამამად ვეღარ საუბრობს სააკაშვილი მხოლოდ და ტელე-თოქშოუს წამყვანად სურს დარჩეს. მის ტელევიზიებში ალბათ „ტენდერი“ გამოცხადდება ამაზე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner