„თბილსერვისის“ თანამშრომლების გაფიცვა ახლა მართლა საბოტაჟის ტოლფასია!“ - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი შაკო ჩაჩანიძე აღნიშნავს.
„როგორც ხმალაძემ აღნიშნა ჯერ კიდევ დეკემბერში (როცა პანდემია ზენიტში იყო) ანაზღაურება 20%-ით გაიზარდა.
კი ბატონო, ითხოვდნენ უნიფორმების გამოცვლას და ნაწილის უკვე ჩანაცვლდა ახალი ფორმებით და EBRD-დან გამოყოფილი მილიარდიანი სესხით სპეცტექნიკის ნაწილი შეძენილია და დამატებით ცხადდება ტენდერი სრულად განახლებისთვის. რა აქვთ ამ ეტაპზე ამ ხალხს გასაპროტესტებელი მართლა გაუგებარია!“, - წერს შაკო ჩაჩანიძე.