logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ხან ერთ ქვეყანაში ფიქრობს არეულობას, ხან მეორეში, მაგრამ საქართველო მისთვის მაინც პრიორიტეტია
- +

6 აგვისტო. 2021. 20:46

 

„სააკაშვილი, რომ მხოლოდ რევოლუციაზე და გადატრიალებას ფიქრობს, ეს უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილი ფაქტია: წავა-წამოვა, ხან ერთ ქვეყანაში ფიქრობს არეულობას და ხან მეორეში, მაგრამ საქართველო მისთვის მაინც პრიორიტეტია“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„აქ ეგულება მისი რადიკალური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, წვრილ-წვრილი პარტიები, თავის დროზე მის მიერვე დაფრთიანებული არასამთავრობოების ნაწილი და პარტიულ-პროპაგანდისტულ-მავნებლური ტელევიზიები.

 

არც მალავს, პირიქით ღიად აძლევს თავის დავალებებს, ხან ტუქსავს, ხანაც მეტი აქტიურობისთვის და უფრო რადიკალიზაციისთვის მოუწოდებს, ესენიც ყურმოჭრილი მონებივით ყველაფერზე მიჰყვებიან. მაგრამ, არის ერთი მთავარი მაგრამ - რაც თავის ქვეყნიდან გაქცეულ (თავის დროზე ომიდანაც!), საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილსაც და მის მსახურებს რომ ავიწყდებათ - მათ არ აქვთ მთავარი - საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ვერც ექნებათ! მიზეზი კი მარტივია, ხალხმა კი მათ დიდი ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner