ჩინეთში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო 16 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად ხებეისა და ხენანის პროვინციები დაზარალდა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჩინეთში ძლიერი წვიმები ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება.