logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სააკაშვილი როგორც ჩანს იუდა ისკარიოტელის „ფეიკ“-"სახარების" კითხვით არის დაკავებული
- +

6 აგვისტო. 2021. 21:17

 

 

„მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, იუდა ისკარიოტელის ფეიკ-სახარების კითხვით არის დაკავებული, სადაც კანონიკური ოთხთავის თითოეული სტრიქონი 180 გრადუსით გაუკუღმართებული შინაარსით არის მოყვანილი. ეტყობა ამ „ნაწარმოებმა“ უკარნახა მას თავისი ბოლო განცხადების გაკეთება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს სერიოზულ სიურპრიზებს, თუმცა, ეს სასიამოვნო სიურპრიზები ეს არ იქნება. 

 

"... ივანიშვილი მიიღებს სერიოზულ სიურპრიზებს, სასიამოვნო სიურპრიზები ეს არ იქნება, ეს იქნება ის სიურპრიზები, რომელიც უნდა მიიღოს დიქტატორმა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, ეროვნულობა, სიამაყე და ყველაფერი ქართული. ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. მე ამაში ვარ დარწმუნებული, მას ეზიზღება პატრიარქი, ეზიზღება ეროვნული ფასეულობები, ყველაფერი, რაც არის ქართველების ღირსებასთან არის დაკავშირებული, მას უნდა ქართველი იყოს მკრეფავი კომბოსტოსა და მარწყვის სხვადასხვა ქვეყნებში. მე მინდა ამაყი, ძლიერი, მდიდარი საქართველო...“ - წერს ეს "პავლედ" ვერ/გადაქცეული "სავლე", ვერ/შემდგარი "მოციქულ" იუდას იდეური შთამომავალი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner