logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე სააკაშვილზე: მოახლოვდა არჩევნები და ისევ დაიწყო ათასჯერ გაშიფრული სპეკულანტობა, ფარისევლობა და თვალთმაქცობა საეკლესიო თემაზე
- +

6 აგვისტო. 2021. 21:17

 

 

„ზედსართავი სახელი - უტიფარი არ კმარა მიხეილ სააკაშვილზე. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, თუ რეალურად ვინ არის საქართველოს ეკლესიის, პატრიარქის, ეროვნული ფასეულობების დაუძინებელი და ვერაგი მტერი. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ქსელმა არ შეაჩერეს ნეოტროცკისტული, გავეშებული ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა მოახლოვდა არჩევნები და ისევ დაიწყო ათასჯერ გაშიფრული სპეკულანტობა, ფარისევლობა და თვალთმაქცობა საეკლესიო თემაზე. მაინც არაფერი გამოუვათ ლოსერ-ი სექტის ბელადს და მის ადეპტებს მნიშვნელოვანი საარჩევნო ხმების მისაღებად. ჩავლილი და რელსებიდან გადავარდნილია ამათი ჩაჟანგული მატარებელი.

 

ცნობისათვის, დღეს, ნაცსექტის ჯიბის ერთ-ერთ ტელეარხზე ჩართვისას, ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი... მას ეზიზღება პატრიარქი, ეზიზღება ეროვნული ფასეულობები, ყველაფერი, რაც არის ქართველების ღირსებასთან დაკავშირებული, მას უნდა ქართველი იყოს მკრეფავი კომბოსტოსა და მარწყვის სხვადასხვა ქვეყნებში“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner