logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილზე: როგორც ასეთ ტიპზე სოფელ მარანში იტყვიან - ლენჩია აგი
- +

6 აგვისტო. 2021. 21:43

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერია, მას ეზიზღება პატრიარქი, ეროვნული ფასეულობები და ყველაფერი, რაც ქართველების ღირსებას უკავშირდება.

 

„როგორც ასეთ ტიპზე სოფელ მარანში იტყვიან - ლენჩია აგი. გვპირდება სიურპრიზებს, რომლებიც "იქნება ის სიურპრიზები, რომელიც უნდა მიიღოს დიქტატორმა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, ეროვნულობა, სიამაყე და ყველაფერი ქართული. ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. მე ამაში ვარ დარწმუნებული, მას ეზიზღება პატრიარქი, ეზიზღება ეროვნული ფასეულობები, ყველაფერი, რაც არის ქართველების ღირსებასთან არის დაკავშირებული". და ამ სიტყვებს ამბობს სააკაშვილი, რომელიც განგრეულ კაიფში ჩაებერტყა პატრიარქის სავარძელში, რომელმაც კონსტიტუცია ფეხქვეშ კი არა, ლოგინქვეშ გათელა, გათელა და დღესაც თელავს ქართველობას.

პრინციპში მეც რა ნერვებს ვიშლი ამ ლენჩზე“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner