logo_geo
eng_logo
გიორგი აბაშიშვილი: გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი ხდება
- +

23 ივლისი. 2016. 11:53


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება პროკურატურის მხრიდან ამჯერადაც იგნორირებული არ იქნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.



აბსოლუტურად ნაჩქარევი და გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს არაფერი ხდება პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება და სამწუხაროდ, ამას პროკურატურის მხრიდან, როგორც ჩანს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა.

 

იმედია, რომ ახლა, ამ შემთხვევაში მსგავსი არ განმეორდება და მსგავსი გულგრილობით არ მოხდება ამ ფაქტის კვლავ გვერდზე გადადება.

 

რაც შეეხება პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრას, დრო ზუსტდება და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

 

როდესაც პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდებიან, ვფიქრობ, რომ მაშინ იქნება უფრო მეტი დეტალი ცნობილი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner