იოსებ ჭუმბურიძე: არასოდეს მითქვამს და დამიწერია, რომ ილიასა და აკაკის პორტრეტები გატანილია მწერალთა სახლიდან
-
+
7 აგვისტო. 2021. 00:46
ლიტერატურულ კონკურს “ლიტერა”-ს ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ტვ პირველისა" და ქალბატონი ბუკიას გასაგონად:
- არასოდეს მითქვამს და დამიწერია, რომ ილიასა და აკაკის პორტრეტები გატანილია მწერალთა სახლიდან;
- ყოველთვის ვამბობდი და კვლავაც ვიტყვი, რომ ილიასა და აკაკის პორტრეტები გატანილია იმ დარბაზიდან, სადაც ისინი ათეული წლების განმავლობაში ეკიდა და სადაც მათი ადგილია, სადაც შეკრებები ტარდება;
- ამასაც მუდამ გავიმეორებ: იმ დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტების გატანა არის მკრეხელობა და დანაშაული.
P.S.
ამ დღეებში კონსტანტინე გამსახურდია- უმცროსმა გაიხსენა ისტორიული ფაქტი, თუ რა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კონსტანტინე გამსახურდია -უფროსმა ბოლშევიკებს, რომელთაც სწორედ იმ დარბაზის კედლებიდან სწორედ იმ პორტრეტების ჩამოხსნა სურდათ.
იმედია, ჩემს ამ სტატუსს თქვენს გადაცემაში არ წაიკითხავთ“.