logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: არასოდეს მითქვამს და დამიწერია, რომ ილიასა და აკაკის პორტრეტები გატანილია მწერალთა სახლიდან
- +

7 აგვისტო. 2021. 00:46

 

 

ლიტერატურულ კონკურს “ლიტერა”-ს ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ტვ პირველისა" და ქალბატონი ბუკიას გასაგონად:

  1. არასოდეს მითქვამს და დამიწერია, რომ ილიასა და აკაკის პორტრეტები გატანილია მწერალთა სახლიდან;
  2. ყოველთვის ვამბობდი და კვლავაც ვიტყვი, რომ ილიასა და აკაკის პორტრეტები გატანილია იმ დარბაზიდან, სადაც ისინი ათეული წლების განმავლობაში ეკიდა და სადაც მათი ადგილია, სადაც შეკრებები ტარდება;
  3. ამასაც მუდამ გავიმეორებ: იმ დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტების გატანა არის მკრეხელობა და დანაშაული.

P.S.

ამ დღეებში კონსტანტინე გამსახურდია- უმცროსმა გაიხსენა ისტორიული ფაქტი, თუ რა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კონსტანტინე გამსახურდია -უფროსმა ბოლშევიკებს, რომელთაც სწორედ იმ დარბაზის კედლებიდან სწორედ იმ პორტრეტების ჩამოხსნა სურდათ.

იმედია, ჩემს ამ სტატუსს თქვენს გადაცემაში არ წაიკითხავთ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner