logo_geo
eng_logo
მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
- +

7 აგვისტო. 2021. 01:39

 

 

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. როგორც მედია იუწყება, პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ წარდგენილი მთავრობა 61 ხმით მოლდოვას 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. მთავრობას ახალი პრემიერ -მინისტრი ნატალია გავრილიტა გაუძღვება, რომელიც პროფესიით ეკონომისტია.

 

”დღევანდელ მთავრობას აქვს უკიდურესად მნიშვნელოვანი მისია”,- თქვა 43 წლის პრემიერმა გავრილიტამ.

 

ინფორმაციისთვის, ახალი მთავრობა მას შემდეგ წარადგინეს, რაც სანდუს მიერ დაფუძნებულმა პროდასავლურმა და მემარჯვენე პარტიამ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ივლისში ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა.

 

პარტია, დაპირდა მოსახლეობას უფრო მჭიდრო კავშირებს ევროკავშირთან რუსეთის ნაცვლად და რომ გაასუფთავებდა ქვეყანას კორუფციისგან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner