logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: გერმანიას შეუძლია, საფრანგეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს
- +

23 ივლისი. 2016. 11:57


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მიუნხენში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. ოლანდმა მომხდარს „ამაზრზენი ტერორისტული აქტი უწოდა" და აღნიშნა, რომ ეს გერმანიაში შიშის ატმოსფეროს შექმნისკენ არის მიმართული


„გერმანია ამას წინააღმდეგობას გაუწევს, მას შეუძლია, საფრანგეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს", - განაცხადა ოლანდმა.


ბოლო ინფორმაციით, მიუნხენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" 18 წლის ირანელმა გახსნა ცეცხლი. მას გერმანიისა და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა და მიუნხენში ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობდა.


მიუნხენში მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.


სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ცხედარი სავაჭრო ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს, სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner