logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჩვენ გვაკლია ორი საფეხური, რომ არსებული BB რეიტინგიდან საინვესტიციო რეიტინგამდე ავიწიოთ, თუმცა ეს ამბიციური მიზანი სრულიად მიღწევადი შეიძლება გახდეს რამდენიმე წელიწადში
- +

7 აგვისტო. 2021. 12:56

 

 

„სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა, და ამით ქვეყანა პანდემიამდე არსებულ შეფასებას დაუბრუნდა. ჩვენ გვაკლია ორი საფეხური, რომ არსებული BB რეიტინგიდან საინვესტიციო რეიტინგამდე ავიწიოთ, თუმცა ეს ამბიციური მიზანი სრულიად მიღწევადი შეიძლება გახდეს რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

 

ექსპერტის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად პოზიტიურია სარეიტინგო კომპანიის პროგნოზები საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან მიმართებით. კერძოდ 2021 წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 6.8 პროცენტამდე შემცირება, ხოლო ტურიზმის აღდგენის ფონზე, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწევს, ტურიზმიდან შემოსავლები კი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება.

 

მისი თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იქნება დაფინანსებული და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021-2023 წლებში საშუალოდ მშპ-ს 3.5 პროცენტი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner