logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში
- +

7 აგვისტო. 2021. 13:41

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ დავანებული პოლიტიკური აქტორებისგან და მათი მარიონეტებისგან, არაადეკვატური, გავეშებული აქტივობაა კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, 2 ოქტომბერს ნათლად გამოჩნდება, ვის და რა პოლიტიკას აირჩევს ხალხი თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.

 

„დედაქალაქის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლა, რასაკვირველია, გულისხმობს მუნიციპალიტეტის მოქმედი ხელმძღვანელობის არგუმენტირებულ, საგნობრივ კრიტიკასაც. ამასთან, ოპონენტი კანდიდატები ელექტორატს სთავაზობენ სექტორული განვითარების ალტერნატიულ პროექტებს. მაგალითად, როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის სხვაგვარი, უკეთესად კეთილმოწყობა, უსაფრთხოების გაუმჯობესება ამა და ამ ნაბიჯებით და ა. შ. რას ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ დავანებული პოლიტიკური აქტორებისგან და მათი მარიონეტებისგან? არაადეკვატურ, გავეშებულ აქტივობას კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის (მეტი სიცოცხლე ყველა უბანში) დისკრედიტაციის უბადრუკ მცდელობაში. კალაძემ რომ გამოაცოცხლა და საგრძნობლად განავითარა თბილისი, მოყვარეც ხედავს და მტერიც. რასაკვირველია, არაერთი ხარვეზია და კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი და დასამთავრებელი. ოღონდ იმის მაგივრად, რომ ოპოზიციიდან გვესმოდეს გაკეთებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების მოგვარების უკეთესი, უსწრაფესი მოგვარების საქმიანი შემოთავაზებები, ვხედავთ მხოლოდ დისტოპიური სურათის დახატვის ბოროტ კლოუნადას. თუ ვის და რა პოლიტიკას აირჩევს ხალხი თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, 2 ოქტომბერს ნათლად დავინახავთ“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner