logo_geo
eng_logo
ნინო გრძელიძე: ჩვენი პატრიარქი პირველ რიგში სიყვარულს ქადაგებს!
- +

6 მარტი. 2016. 03:16

 

 

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული „რეპორტიორმა" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა; საუბრობს თუ არა საქართველოს პატრიარქი სიძულვილის ენით? მოქალაქე ნინო გრძელიძე თვლის, რომ ილია II სიძულვილის ენით არ  საუბრობს. მისივე თქმით, საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და ამას პატივი უნდა ვცეთ.

 

 

„არა, საერთოდ არ  ვთვლი  რომ ილია II სიძულვილის ენით საუბრობს, რადგან ჩვენი პატრიარქი პირველ რიგში ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ქადაგებს. ლგბტ საზოგადოებას თუ ავადმყოფობა უწოდა,  ვფიქრობ ეს ნამდვილად ავადმყოფობაა და ჩემთვისაც მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. ბოლოს და ბოლოს საქართველო  ტრადიციული ქვეყანაა. მართალია, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია არ არის, მაგრამ უმეტესობა ქრისტიანები ვცხოვრობთ და მხოლოდ ამას უნდა ვცეთ პატივი", -  ამბობს ნინო გრძელიძე.



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner