logo_geo
eng_logo
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპრეზენტაციო დარბაზი გაიხსნება
- +

23 ივლისი. 2016. 12:21


26 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში ახალი საპრეზენტაციო დარბაზი გაიხსნება.


როგორც „სითი კვირას" ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ახალი საპრეზენტაციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით და იქ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა  ყველა მსურველს ექნება. პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს პარლამეტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უფროსი ია პოპიაშვილი.


მათივე ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპრეზენტაციო დარბაზი - ეკო-დარბაზი. მემორანდუმის თანახმად, ამ დარბაზში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცე „ეკოჰაბი" და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად გამართავენ საჯარო ლექციებს, დისკუსიებს, შეხვედრებს სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. დაგეგმილია ეკოლოგიის საკითხებზე სასწავლო კურსების დაარსება.

 

„ეროვნული ბიბლიოთეკა, თავის მხრივ, გააციფრებს გარემოსდაცვით თემებზე ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ ლიტერატურას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეკო-დარბაზის სტუმრებისა და მკითხველებისთვის", - აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.


26 ივლისს დაგეგმილ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ შექმნილი ციფრული ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია წიგნები და საერთაშორისო კონვენციები გარემოს დაცვის საკითხებზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner