„რაც არ უნდა იპოზიორონ, იმამაძაღლონ და თავი იმართლონ მიშამ და მისმა ამფსონებმა! 2008 წლის აგვისტოს ომში ნაცხელისუფლება ბრიყვულად წამოეგო მოსკოვის მიერ დადგმულ პროვოკაციას, ჩაება წინასწარ წასაგებად წარმოებულ ომში და ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფეისბუქის გვერდზე.
მისი თქმით, 2 ოქტომბერს მოსახლეობამ უნდა მოიკრიბოს ბოლო ძალ-ღონე და ქვეყნიდან საბოლოოდ გაიტანოს მთავარი ნაგავი ნაცმოძრაობისა და მისი ლიდერის სახით, რომლებმაც საქართველო დააქუცმაცეს, გაანადგურეს და ისე ჩააბარეს კრემლს!
„ისტორიკოსები პოლიტიკურ პროცესებს დასკვნებს უკეთებენ შედეგების მიხედვით! აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იპოზიორონ, იმამაძაღლონ და თავი იმართლონ მიშამ და მისმა ამფსონებმა! 2008 წლის აგვისტოს ომში ნაცხელისუფლება ბრიყვულად წამოეგო მოსკოვის მიერ დადგმულ პროვოკაციას, ჩაება წინასწარ წასაგებად წარმოებულ ომში და ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე. საბუთები:
3 . ქართველი მოსახლეობის ადგილი დაიკავა და იკავებენ სხვა ეთნიკური წარმოშობის მოსახლეობა;
ასეთი მძიმე შედეგების შემდეგ საყოველთაო პრაქტიკიდან გამომდინარე პოლიტხელმძღვანელობა უკეთეს შემთხვევაში თავს იკლავს ან უარესში კი პოლიტიკას საერთოდ ეცლებიან! მიჯდებიან სადმე კუთხეში და ან თოხნიან მიწას ან კიდევ ბერად აღიკვეცებიან მონასტრებში და ასე ასრულებენ სიცოცხლეს! ამ ნამუსგარეცხილს და მის ამფსონ-მადიდებლებს ვინ მისცა ამის შნო და უნარი?! ვინ და არავინ! კიდევ ხელისუფლება უნდათ ამ კაცობანამუსახდილებს! ამიტომაც 2 ოქტომბერს მოსახლეობამ უნდა მოიკრიბოს ბოლო ძალ-ღონე და ქვეყნიდან საბოლოოდ გაიტანოს მთავარი ნაგავი ნაცმოძრაობისა და მისი ლიდერის სახით, რომლებმაც საქართველო დააქუცმაცეს, გაანადგურეს და ისე ჩააბარეს კრემლს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.