logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ნაცმოძრაობა“ არის ის პოლიტიკური „ძალა“, რომელიც ვერ გასცდა „ნაგვის ნარატივს“
- +

7 აგვისტო. 2021. 17:19

 

 

„კახი კალაძე მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ღირსეული მეურნე და ძლიერი პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყოველგვარი რევერანსებისა და პოლიტოლოგიური წიაღსვლების გარეშე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური „ძალა“, რომელიც ვერანაირად ვერ გასცდა ე.წ. „ნაგვის ნარატივს“.

 

გუშინ მათ სცადეს, რომ დამსუფთავებლების გულწრფელი შეშფოთება სათავისოდ გამოეყენებინათ და რაღაც იდიოტური პერფომანსებით საზოგადოებაში გარკვეული გულისწყვეტა გამოეწვიათ, მაგრამ როგორც ჭიქა წყალში არამც თუ ცუნამის, უბრალო ღელვის გამოწვევაა შეუძლებელი, ისე ვერ ახერხებენ თბილისის მოქმედი და მომავალი მერის დისკრედიტაციას და მათთვის შესაფერის ფონზე სელფის გადაღებით შემოიფარგლებიან.

 

კახი კალაძე მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ღირსეული მეურნე და ძლიერი პოლიტიკოსი.

მან ღირსეული პასუხი გასცა ყველა არსებულ შეკითხვას და იმოქმედა ისე, როგორც ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერს შეეფერება. 2 ოქტომბერს კი ყველა კითხვას უკვე თბილისელები გასცემენ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner