logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: რუსეთი ოკუპანტია!
- +

7 აგვისტო. 2021. 18:59

 

 

13 წლის წინ ამ დღეს, 10 წლის ვაკო გურიაში დავტოვეთ დასასვენებლად. უკანა გზაზე, გორს რომ გამოვცდით, სამხედრო მანქანების გაბმული მწკრივი იყო გაჭიმული მთელ ტრასაზე. კაკომ შემატყო, რო დავიზაფრე და დამამშვიდა - სამხედრო სამშენებლო ტექნიკაა, ალბათ რამეს აშენებენო... 8 აგვისტოს უკვე ვიცოდი, კარგი რომ არაფერი გვჭირდა, იქვე, რუსთაველზე გავედი, ერთმანეთის მიყოლებით კეტავდნენ მაღაზიებს, „საუნჯეში“ შევედი და ლამის დახლში შევაბრუნე გოგო, ეს წიგნი  რომ შევნიშნე - საქართველოს სულიერი საგანძური, სამსახურშივე  გადავიკითხე და დავაწერე - ვაკოს დედიკოსაგან!!! რანაირი 8 აგვისტო გაგვითენეს და მერე რა დღეებიც მოჰყვა, კი  გვემახსოვრება, ჰოდა, მოგვიანებით, 26 აგვისტოს  ამ წიგნზე ეს მიმიწერია - დედი, 2008 წლის 8 აგვისტო საბედისწერო გამოდგა საქართველოსთვის - ომი დაიწყო! აი, ამ მიწას და საგანძურს გვედავებიან ისევ. ღვთის ნებით, ყველაფერი ისე დასრულებულიყოს, რომ ჩემი თაობა პირნათელი ყოფილიყოს და ეს საგანძური  თქვენი გამოსახსნელი არ გამხდარიყოს! გახსოვდეს, თუკი სამშობლო გადარჩება, ყველა თავგანწირვა და მსხვერპლი გამართლებულია! ამ წიგნის ყველა ფურცელიც სისხლით და ოფლითაა დაწერილი და შენია და შენია  და შეეეე-ნი!

 

მინდა, ჩემმა შვილმა  წაიკითხოს ეს სიტყვები და სჯეროდეს,  რომ პათეტიკა არაა, იცოდეს, რომ არც პატრიოტიზმია კომუნისტური სიტყვა, მინდა, ხვდებოდეს, რატომ მომდის ცრემლები, როცა სამშობლოზე ვყვები რამეს, მინდა, არასოდეს გაურბოდეს თვალი სხვისი ქვეყნისაკენ, მინდა, ყველაზე ძალიან მინდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად წავიდეთ  და მინდა, ეს სურვილი ოცნებად არ დამრჩეს!!! ისიც მინდა იცოდეს, რომ ვიომეთ, წაგვართვეს, გაგვგლიჯეს,  მაგრამ არ დავმარცხებულვართ, იქ ასობით ბიჭის სიცოცხლე დასრულდა  წაგებული ომის გმირების სახელით!... ეს ბრძოლა და თავგანწირვა კი  ასე არ უნდა დასრულდეს...

 

რუსეთი ოკუპანტია!!!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner