logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილი: მინდა, თითოეულ სპორტსმენს წარმატება ვუსურვო
- +

23 ივლისი. 2016. 12:23


საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბრაზილიის ოლიმპიადაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეკორდული რაოდენობის სპორტსმენებით წარდგება ოლიმპიადაზე.




„დღეს, ფაქტობრივად, შეჯამდა ის ოთხწლიანი შრომა, რაც გაწიეს დელეგაციებმა, ოლიმპიურმა კომიტეტმა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ რეკორდული რაოდენობის სპორტსმენებით წარვსდგებით ოლიმპიადაზე.

 

მინდაბ თითოეულ ჩვენს სპორტსმენს წარმატება ვუსურვო და რაც ყველაზებ მთავარია გაამართლონ ჩვენი, გულშემატკივრების მოლოდინები", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი სპორტსმენი სულ 13 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.


ბატუტზე ხტომაში საქართველოს ღირსებას ლუბა გოლოვინა დაიცავს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: შმაგი ბოლქვაძე, ზურაბ დათუნაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი, იაკობ ქაჯაია.


თავისუფალ ჭიდაობაში: ვლადიმერ ხინჩაგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი, იაკობ მაქარაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი.


კანოეში: ზაზა ნადირაძე.


მშვილდოსნობაში: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟენიძე.


მძლეოსნობაში: დავით ხარაზიშვილი, ბაჩანა ხორავა, ბენიკ აბრამიანი, ლაშა თორღვაძე, ვალენტინა ლიაშენკო.


მხატვრულ ტანვარჯიშში: ხათუნა ფაჟავა.


პირველად ისტორიაში, ერთ ოლიმპიურ დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს დედა-შვილი. კერძოდ, ტყვიის სროლაში საქართველოს ღირსებას ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი დაიცავენ.

ფარიკაობაში: სანდრო ბაზაძე. ძალოსნობაში: ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე.

ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ცურვაში: ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი.


ძიუდოში კი ოლიმპიური მედლების მოპოვებას ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ეცდებიან. გოგონებში კი აღნიშნულ სახეობაში საქართველოს სახელით ესტერ სტამი გამოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner