„SOS ყურადღება! მინდა გაცნობოთ, რომ ბოლო დღეებია ნიკა გვარამია, რომელიც დადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქოსდა მის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რეალურად იქ შედის სულ სხვა განზრახვით“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სუსში დაკითხვის პროცესს.
მისი თქმით, ნიკა გვარამიამ სუსის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები გიორგი გახარია, ნატალია საბანაძე, გიორგი ხოჯევანიშვილი და კახაბერ ქემოკლიძე არიან:
„კონკრეტული დეტალები ამჟამად ჩემთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგე, ნიკა გვარამია, რომელსაც უყვარს განსაკუთრებით ხელგაშლილი ცხოვრება და არ ზოგავს ფულს ტანსაცმელსა და სხვა პირადი საჭიროების ნივთებზე, გარკვეული დივიდენდების მიღების სანაცვლოდ (დიდი ოდენობით ფულზეა საუბარი), ასახელებს იმ პირებს, რომლებმაც მიაწოდეს მას „თითქოსდა სუსიდან გამოჟონილი ინფორმაციები“.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, პირველ შეხვედრაზე მან შეათანხმა ინფორმაციის გაცემის საფასური, ხოლო მეორე შეხვედრაზე მივიდა შეთანხმების დასადასტურებლად, სადაც ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ სუსის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან ახლად გამომცხვარი ოპოზიციონერები გიორგი გახარია და მისი გარემოცვის წევრები: საბანაძე, ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე (არც ისე შორს დგას რეალობიდან, რადგან მათ წარსულში, საკუთარი თანამდებობებიდან გამომდინარე, ისედაც მიუწვდებოდათ ხელი, გარკვეულ სამსახურებრივ ინფორმაციაზე და თავისუფლად შეეძლოთ განეხორციელებინათ საჭირო მანიპულაცია).
გვარამიამ სუსის ბოსებს, ასევე, განუცხადა, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მასთან კავშირზე იყო და არის ბოლო პერიოდში ტელევიზიების „ჩიტად“ ქცეული, სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე (სოსო გოგაშვილი, რომელიც თურმე გვარამიასთან კომუნიკაციაში შედიოდა მისი ყურმოჭრილი მონის, „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებლის გიორგი ყუფარაძეს მეშვეობით (თუ თვალს გადავავლებთ, გ. ყუფარაძეს ფეისბუკგვერდს, მარტივად დავინახავთ, რომ ეს ინფორმაცია უდავო ჭეშმარიტებაა, ყუფარაძე გახდა როგორც გვარამიას, ასევე ,მელაძეს რესპონდენტი და დაკავებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სისტემატური გავრცელებით)“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.