logo_geo
eng_logo
სირიაში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა
- +

23 ივლისი. 2016. 12:30


სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რიგითი ნიკიტა შევჩენკოა, რომელიც სირიის პროვინცია ალეპოში დაიღუპა.


უწყების ცნობით, ავტომობილთან, რომელშიც სამხედრო იმყოფებოდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.


BBC აღნიშნავს, რომ სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, სირიაში 14 რუსი სამხედრო დაიღუპა.


რუსეთი სირიაში ოპერაციას 2015 წლის სექტემბრიდან ატარებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner