logo_geo
eng_logo
საფრანგეთში კაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა
- +

7 აგვისტო. 2021. 23:27

 

 

საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში კაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

7 აგვისტოს პოლიციამ შესაძლო კანონდარღვევის შესახებ შეტყობინება მიიღო. ადგილზე მათ დახვდათ ავტომობილში მსხდომი ორი კაცი. პოლიციამ ერთი ადგილზე დააკავა, მეორემ კი გაქცევა სცადა. ის ერთ-ერთი სახლის ეზოში დაიმალა, საიდანაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

 

სამართალდამცველები არ დაშავებულან, მსროლელმა კი მუცლისა და ფეხის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო. დაკავების შემდეგ პოლიციამ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner