logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ადამიანებს, რომლებსაც ტელეეკრანზე ჟურნალისტების ამპლუაში ვხედავთ, რეალურად, მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ
- +

8 აგვისტო. 2021. 01:59

 

 

ჟურნალისტი, კოკა ყანდიაშვილი მედიის წარმომადგენლებზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ტელეეკრანზე ჟურნალისტების ამპლუაში ვხედავთ, რეალურად, მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათ საქმიანობაში ჟურნალისტიკის ნატამალი არ არის. ძალიან სამარცხვინო იყო ის აქციები, რომლებიც ე.წ. მედიის წარმომადგენლებმა პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ჩაატარეს, ხოლო ქადილი – სანამ მიზანს არ მივაღწევთ, ტელესტუდიებში არ შევალთო, თავიდანვე ბლეფი გახლდათ, რადგან მათი ნამდვილი სამუშაო ადგილი არა ტელესტუდიებში, არამედ იმ პარტიების ოფისებშია, რომელთა დაკვეთებსაც ასრულებენ.“- ამბობს კოკა ყანდიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner