logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: პოლიტიკურ არსენალში სხვა აღარაფერი ჰქონდათ დარჩენილი გარდა იმისა, რომ თავიანთი პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები ქუჩაში გამოეყვანათ
- +

8 აგვისტო. 2021. 02:00

 

 

„სააკაშვილს, ბოკერიას, კეზერაშვილსა და ხაზარაძეს პოლიტიკურ არსენალში სხვა აღარაფერი ჰქონდათ დარჩენილი გარდა იმისა, რომ თავიანთი პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები ქუჩაში გამოეყვანათ და ახლა უკვე მათი საშუალებით ეცადათ სახელმწიფოს ხერხემალში გადამტვრევა“,- ამის შესახებ, ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სააკაშვილს, ბოკერიას, კეზერაშვილსა და ხაზარაძეს პოლიტიკურ არსენალში სხვა აღარაფერი ჰქონდათ დარჩენილი გარდა იმისა, რომ თავიანთი პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები ქუჩაში გამოეყვანათ და ახლა უკვე მათი საშუალებით ეცადათ სახელმწიფოს ხერხემალში გადამტვრევა, თუმცა, ამჯერადაც მხოლოდ სამარცხვინო ფაფხური გამოუვიდათ.

 

კეზერაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენი ჯარისკაცები რომ მიატოვა, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს დაუთმო და ამაში ფული გააკეთა, დღეს სწორედ ამ ფულით აფინანსებს საკუთარ ტელევიზიასაც და მედიის სახელს ამოფარებული პარტიული პროპაგანდისტების „გულწრფელ პროტესტსაც“.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სულთან და ხსოვნასთან არის ძალიან უხერხული ის, რასაც პარტიული ტელევიზიების დირექტორები და ე.წ. ჟურნალისტები კადრულობენ. დიახ, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდა კაცის ხსოვნას პატივი მიაგონ, მისი გამოჭენებით არიან დაკავებული და ადამიანურ ტრაგედიას პარტიული მიზნებისთვის იყენებენ. ძალიან ვწუხვარ არამხოლოდ ახალგაზრდა ტელეოპერატორის გარდაცვალების გამო, არამედ იმაზეც, რასაც მის ხსოვნას მისივე კოლეგები უშვრებიან და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს.“- ამბობს ჟურნალისტი ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner