logo_geo
eng_logo
ნიკ კარტერი ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
- +

8 აგვისტო. 2021. 02:47

 

 

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ნიკ კარტერი ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს მიმართავს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

 

„ომის გაგრძელება ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ინტერესებში არ შედის. ბევრმა მათგანმა უკვე მილიონობით ლტოლვილი მიიღო და კიდევ რამდენიმე მილიონი დატოვებს ავღანეთს, თუ იქ სიტუაციის სტაბილიზება ვერ მოხდება. ამ შემთხვევაში, ტერორიზმის საფრთხის ზრდა გარდაუვალია, ვინაიდან ექსტრემისტები ამ ვაკუუმს გამოიყენებენ. ამის თავიდან აცილება ერთად მუშაობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა კარტერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner