logo_geo
eng_logo
თამარ ბელქანია: ხსოვნა იყოს 08.08.08 დაღუპული გმირების. ისინი უბრალოდ გმირებად გარდაიცვალნენ!
- +

8 აგვისტო. 2021. 03:00

 

 

ჟურნალისტი, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ალბათ, მარცხზე კარგი გაკვეთილი არც არსებოს.

ხვალ იქნება ომი და ჩვენ მოგვიწევს დათმობა.

 რამდენჯერ მიფიქრია რა აზრი აქვს ცხოვრებას თუ ერთ დღეს ვკვდებით თუ გარდავიცვლებით, არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ აღარ ვიქნებით. ეს ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება,  კვირაში ისევ  7 დღე იქნება, აქედან ბევრი ღალატის თუ სიყვარულის, ომის თუ მშვიდობის...მაგრამ უჩვენოდ.

გუშინ ეგრისის მთებს ვუყურებდი და უკვდავება მომინდა. მაგრამ ერთხელ კვდება ადამიანი. კვდება გარდაცვალებამდე, როცა სიყვარულს და სამშობლოს ღალატობს, მისთვის სიკვდილი დაენანება და ამ ყველაფერს  ეგრის მთებს ან სხვა რამეს დააბრალებს.

უკვე დღეს 08.08.08 დადგა.

დღე, როცა გმირები უნდა გაიხსენო და გაიხსენო რომ ჩვენი ისტორია ომების ისტორიაა და მხოლოდ იქ მოვიგეთ სადაც ერთობით გამარჯვების გვჯეროდა. სადაც ეროვნული იდეა გვქონდა და სადაც ქართული ცეკვა გამარჯვებული  ომის  ჰიმნი იყო!

ჩვენ უბრალოდ  ჩვენი ისტორია უნდა გავიხსენოთ და  მივხვდებით რისთვის და რატომ ცხოვრობს ქართველი- რომ დაიცვას სამშობლო.

დიდება იმ ხალხს ვინც ეს ისტორია შექმნა და გააგრძელა.

ხსოვნა იყოს 08.08.08 დაღუპული გმირების. ისინი უბრალოდ გმირებად გარდაიცვალნენ!

რამდენჯერ მიფიქრია მათზე...“- წერს ბელქანია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner